Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დოდო ანთაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვარძია, ხარაგაულის რაიონი. 1919–1920 წლებში სწავლობდა თბილისის გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. 1921–1925 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში რეჟისორის თანაშემწე, 1925 წლიდან რეჟისორი. 1927–1928 წლებში მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრში. 1928 წლიდან იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ქართული თეატრის ხელმძღვანელი. იმავე წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქუთაისში მეორე სახელმწიფო დრამის თეატრის(ახლანდელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) შექმნაში. 1928–1933 წლებში იყო ამ თეატრის რეჟისორი და მარჯანიშვილისეული დადგმების თანაავტორი. 1933–1938 წლებში იყო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1938–1952 წლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძრვანელი, 1952–1957 წლებში თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის, 1957–1962 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი. 1974 წლიდან იყო საქართველოს ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი. მნიშვნელოვანი დადგმები და სპექტაკლები: პ. კაკაბაძის "მიწისძვრა"(1925), გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ"(1932), "იცკა რიჟინაშვილის"(1937), შ. დადიანის "ნინოშვილის გურია" (1934), "გუშინდელნი"(1939), ა. აფინოგენოვის "შორეული"(1936), ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი"(1939), უ. შექსპირის "ოტელო" (1939), "მეფე ლირი"(1941), ა. სუხოვო-კობილონის "კრეჩინსკის ქორწინება"(1944), ფ. შილერის "ყაჩაღები"(1948), ნ. გოგოლის "რევიზორი"(1952), ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"(1957) და სხვ. დოდო ანთაძე სპექტაკლების დგამდა სომხეთში, ქალაქ გიუმრის თეატრში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართული თეატრალური მოღვაწე. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ–ერთი ფუძემდებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.156; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.169 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |