The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავითი

დავითი
Legal name:დავით ღამბაშიძე
Date of birth:1842
Date of death:21 December, 1910  (at 68 years)
Category:Publicist, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ყვირილა (ახლანდ. ზესტაფონი).

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემონარია.

იყო გაბრიელ ეპისკოპოსის(ქიქოძის) თანამებრძოლი; 1883-1910წწ. მისი რედაქტორობით დაბა ყვირილაში გამოდიოდა რუსული დამატებით (1886-1903) სასულიერო ორკვირეული ჟურნალი "მწყემსი", რომელიც სარწმუნოების გამტკიცებასთან ერთად ხელს უწყობდა ეროვნულ თვითშეგნების ამაღლებას; იბრძოდა რუსიფიკატორული რეჟიმის წინააღმდეგ; როცა მას კატეგორიულად მოსთხოვეს საღმრთო რჯულის რუსულ ენაზე სწავლება, პროტესტის ნიშნად პედაგოგობას თავი დაანება; პუბლიცისტურ წერილებში იცავდა ავტოკეფალია წართმეული საქართველოს ეკლესიის უფლებებს, პრაქტიკული მოღვაწეობით კი ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის იბრძოდა; ზემო იმერეთის მოსახლეობა მას სიყვარულის ნიშნად "დიდ დეკანოზს" ეძახდა; მის შრომებს შორის აღსანიშნავია "ექიმი იოანე გომართელი და მისი მსჯელობა, თუ "რა გზას უნდა დაადგეს სამღვდელოება?", "სახალხო საექიმო წიგნი კარაბადინი"; დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი წარმომადგენელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.288

Bibliography


Share: