The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ღამბაშიძე (დეკანოზი)

დავით ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1842
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 1910  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა ყვირილას (შორაპანი) სასაფლაო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ყვირილა (ახლანდ. ზესტაფონი), იმერეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემონარია.

იყო გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) თანამებრძოლი; მან დასავლეთ საქართველოში (შორაპანი, ქუთაისი) აწარმოა სასტამბო-საგამომცემლო-საგანმანათლებლო საქმე. 1883-1910 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ერთ-ერთი უძლიერესი ჟურნალი რუსული დამატებით (1886-1903) სასულიერო ორკვირეული ჟურნალი "მწყემსი", რომელიც სარწმუნოების გამტკიცებასთან ერთად ხელს უწყობდა ეროვნულ თვითშეგნების ამაღლებას; იბრძოდა რუსიფიკატორული რეჟიმის წინააღმდეგ; როცა მას კატეგორიულად მოსთხოვეს საღმრთო რჯულის რუსულ ენაზე სწავლება, პროტესტის ნიშნად პედაგოგობას თავი დაანება; 1867 წლიდან დეკანოზი. ზემო იმერეთის მოსახლეობა მას სიყვარულის ნიშნად "დიდ დეკანოზს" ეძახდა; მას 289 სტატია ეკუთვნის, მათ შორის 150-ზე მეტი სასულიერო შინაარსის, 50-ზე მეტი წიგნაკი, ბროშურა თუ წიგნი. პუბლიცისტურ წერილებში იცავდა ავტოკეფალია წართმეული საქართველოს ეკლესიის უფლებებს, პრაქტიკული მოღვაწეობით კი ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის იბრძოდა; მის შრომებს შორის აღსანიშნავია "ექიმი იოანე გომართელი და მისი მსჯელობა, თუ "რა გზას უნდა დაადგეს სამღვდელოება?", "სახალხო საექიმო წიგნი კარაბადინი"; დეკანოზი, ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი წარმომადგენელი, ბეჭდვითი საქმის ორგანიზატორი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.288; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.532-533

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: