The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ანთაძე

ვლადიმერ ანთაძე
Date of birth:5 May, 1898
Date of death:15 February, 1992  (at 93 years)
Category:Biologist, Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1937–1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. 1974–1986 წლებში ამ კათედრის პროფესორ–კონსულტანტი. 1944–1960 წლებში თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1960–1973 წლებში კონსულტანტი. იკვლევდა სამხარეო ინფექციურ სნეულებათა ეტიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, იმუნოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის საკითხებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940), მიკრობიოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.157; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - თბ., 1975, ტ. 1, გვ. 457 

Member of Organizations

  • საქართველოს ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1944-1987)
  • სსრკ ი. მეჩნიკოვის სახელობის ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა საზოგადოება, საპატიო წევრი (1958-)

Awards and Honors

  • 1957 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography

  • ბრუცელოზი : ეპიდემიოლოგიური ნარკვევი (Author). - თბილისი, საქმედგამი, 1947. - 210გვ.

Share: