შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ანთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1937–1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. 1974–1986 წლებში ამ კათედრის პროფესორ–კონსულტანტი. 1944–1960 წლებში თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1960–1973 წლებში კონსულტანტი. იკვლევდა სამხარეო ინფექციურ სნეულებათა ეტიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, იმუნოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის საკითხებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940), მიკრობიოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.157; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - თბ., 1975, ტ. 1, გვ. 457 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |