The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი დავითიანი

Date of birth:26 June, 1924
Date of death:15 March, 1980  (at 55 years)
Category:Linguist, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლახამულა, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს.

1947-1948წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენის, ისტორიულ და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი) ქართველურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1948-1954წწ. მასწავლებელი მესტიის რაიონსა და თბილისის სკოლებში; 1954-1956წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1955-1960წწ. საქართველოს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1960 წლიდან სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედგოგიურ ინსტიტუტის ქართული ენის კათედრაზე; მისი გამოკვლევები ეხება ქართული ენის სტრუქტურისა და სკოლაში მისი სწავლების მეთოდიკის საკითხებს; იყო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართული ენის სინტაქსის საკითხების კვლევაში; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.288

Bibliography


Share: