The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ნაკაშიძე

ნინო ნაკაშიძე
Date of birth:9 November, 1955  (68 years)
Category:Diplomat, Scientist, Educator, Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური და გერმანული ენების ფაკულტეტი 1977 წელს. ამერიკული სწავლების ფულბრაიტის პროგრამა, ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, აშშ 2000 წელს; აშშ კონგრესის დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამა 2006 წელს; სამთავრობო სწავლების პროგრამა, ტოკიო, იაპონია 2007 წელს.

1977-1980წწ. მოსკოვის მ. ტორეზის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ენის კათედრის ასპირანტი; 1982-1985წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის რუსული და უცხო ენების კათედრის ასისტენტი; 1985-1989წწ. უფროსი მასწავლებელი; 1989-1993წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის კათედრის დოცენტი; 1993-1998წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1994-2010წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი; 1995-2005წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 1982-1993წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 1998 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინგლისური ენის კათედრის დოცენტი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2013წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსი; 2008-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; 2013-2019წწ. იყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს გენერალური დირექტორის მოადგილე; 2019 წლიდან სამაუწყებლო კომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე; ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; სამეცნიერო სტატიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. მიღებული აქვს ევროპის პრიზი ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერისთვის.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 271;  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.124

Member of Organizations

  • ამერიკული სწავლების ასოციაციის დირექტორთა საბჭო, წევრი (2002-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)

Share: