შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მიტროპოლიტი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი; თბილისის სასულიერო სემინარია; ყაზანის სასულიერო აკადემია 1899 წელს. 1899 წელს დაინიშნა "კავკასიაში მართმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" სკოლების ინსპექტორად; 1900-1902წწ. იყო თელავისა და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლების ზედამხედველი; 1903 წლიდან მოღვაწეობდა რუსეთში, იყო ვიტებსკისა და დონის სასულიერო სემინარიების რექტორი; 1907 წელს საქართველოში დაბრუნდა და ხელდასმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად; აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ამის გამო 1912 წელს გადააყენეს; თავდაპირველად დანიშნეს პიატიგორსკის, 1914 წლიდან კი ვინიცის ეპისკოპოსად; 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა; 1917 წლის 17 სექტემბრის საქართველოს ეკლესიის პირველმა საეკლესიო კრებამ იგი ურბნისის ეპისკოპოსად დაადგინა; 1921-1935წწ. იყო ჭყონდიდის, ბათუმ–შემოქმედის, ქუთაის–გაენათის მმართველი; 1926 წელს აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში; მისი შრომებიდან აღსანიშნავია: "К вопросу об автокефалии Иверской церкви" (1912). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.290; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.835 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |