Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელზა ზურაბიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა სურამი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963–1964წწ. იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1964 წლიდან მუშაობს ქირურგიის ინსტიტუტიში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1969 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1984 წლიდან სამეცნიერო ჯგუფის, 1990 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელია. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ინტერვენციული რადიოლოგიური კვლევისა და მკურნალობის მეთოდების დაფუძნება, გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიათა ენდოვასკულური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფალოს ტრიადის კლინიკა, დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.112 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |