Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ზუხბაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1974წწ. იყო რუსთავის ბავშვთა მეორე პოლოკლინიკის ქირურგი; 1974–1975წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის ონკოლოგიის ინსტიტუტში; 1975–1977წწ. ორდინატურა გაიარა მოსკოვში, საკავშირო ონკოლოგიურ ცენტრში; 1977–1980წწ. დაამთავრა ამავე ცენტრის ასპირანტურა ბავშვთა ონკოლოგიის განხრით; 1980-1982წწ. ქ. თბილისი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ქირურგიული განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983 - ქ. თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბავშვთა განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2005 წლიდან თბილისის საერო უნივერსიტეტი "მეტეხი" – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი; 2012 - ქ. ბაქო, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი. 2016 წ. – დღემდე – მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ინგოროყვას კლინიკა) ბავშვთა ონკოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2016 წლიდან ბავშვთა საავადმყოფო "ბავშვთა ახალი კლინიკა" –კონსულტანტი. ატარებს ყველა სახის ოპერაციებს, მათ შორის ჰემანგიომებზე, ლიმფანგიომებზე, კანისა და რბილი ქსოვილებისა და ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), სრული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები ბავშვებში", დაიცვა 1980 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.113; vipmed.ge; ambebi.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |