The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯიმშერ ანთელავა

ჯიმშერ ანთელავა
Date of birth:3 June, 1928
Date of death:5 December, 1987  (at 59 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1955–1958 წლებში მუშაობდა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრაზე. 1963–1967 წლებში იყო თბილისის, ხოლო 1973–1980 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ოფთალმოლოგი. 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას. 1974–1987 წლებში იყო საქართველოს მიკროქირურგიის ცენტრის, ხოლო 1979–1987 წლებში ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. მან შეისწავლა კოლაგენოპლასტიკა თვალის რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, კვანტურ თერაპია ულტრაიისფერი სხივებისა და ლაზერის დასხივებით. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა ოპერაციების ახალი მეთოდები ბადურა გარსის ჩამოცლის, დიაბეტური რეტინოპათიისა და გლაუკომის დროს, აგრეთვე ვ. ფიოდოროვის მიერ შემუშავებული ხელოვნური ბროლის გადანერგვის ოპერაცია. მისი ინიციატივით აშენდა ახალი რესპუბლიკური თვალის სნეულებათა საავადმყოფო, რომლის ბაზაზე შეიქმნა რესპუბლიკის ოფთალმოლოგიური ცენტრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965), ოფთალმოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.158; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.147; geonecropol.com

Member of Organizations

  • ოფთალმოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოება, თავმჯდომარე (1974-1983)
  • სსრკ ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, პრეზიდიუმის ცენტრი (1974-)
  • სსრკ ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი (1966-)

Awards and Honors

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    მედიცინის მეცნიერებათა დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "თვალის მიკროქირურგიის დანერგვა და განვითარება საქართველოში 1970-1999 წლებში"
  • 1986 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: