Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით უფლისწული![]()
Biographyქართლის მეფის გიორგი X–ის ძე; 1600 წელს ოსმალეთის მიერ სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X–მ სიმონის გასათავისუფლებლად ძვირფასი გამოსასყიდით ელჩობა გაგზავნა სტამბოლში; მის შემადგენლობაში იყვნენ მცირეწლოვანი დავით უფლისწული და მისი და გულჩარა; იმ დროს, როდესაც ქართველები სტამბოლში ჩავიდნენ, მდგომარეობა მეტად გართულდა; 1603 წელს დაიწყო ირან–ოსმალეთის ომი, ქართლი და კახეთი ირანის მოკავშირეები იყვნენ; გულჩარამ სცადა ირან–ოსმალეთს შორის შუამავლობა გაეწია და ამით მიეღწია საწადელისთვის; ამავე დროს ქართველები შეეცადნენ დიდი გავლენის მქონე საფრანგეთის ელჩის დე სალენიაკის დახმარებით გაეთავისუფლებინათ სიმონი; 1609 წლის 2 ნოემბერს დე სალენიაკმა საფრანგეთის მეფეს აცნობა ეს ამბავი და ასე დაახასიათა ქართველი უფლისწული: "ეს ახალგაზრდა ვაჟი ჯერ კიდევ არ არის 14 წლისა, მაგრამ მეტად ჭკვიანი და კეთილი ბუნებისაა"; შემდეგ ელჩი იუწყებოდა, რომ იმ ხანებში ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს ესპანელი უფლისწული და როცა მას გამაჰმადიანება შესთავაზეს, იგი ადვილად დათანხმდა; ამით წახალისებულმა სულთანმა დავით უფლისწულის გამაჰმადიანებაც გადაწყვიტა, ძვირფასი ტანსაცმელი და საჩუქრები მიართვა მას, მაგრამ დავით უფლისწულმა განაცხადა, რომ თავს მოიკლავდა და არ გამაჰმადიანდებოდა; დავით უფლისწულის შემდგომი ბედი უცნობია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.292
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |