Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან დათუკიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1946 წელს. 1953-1960წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტს; 1983-2991წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტ–ეკონომიის კათედრას; 1960-1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი, პროფესორი; 1991-2005წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ; მისი სამეცნიერო შრომები ეხება პოლიტეკონომიისა და მრეწველობის ეკონომიურ პრობლემებს; არის II მსოფლიო ომის მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.296; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.212 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |