შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სპარტაკ თაქთაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1949–1956წწ. იყო სანიტარიისა და ჰიგიენის განყოფილების ექიმი–ჰიგიენისტი; 1956–1960წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის ასისტენტი; 1960–1979წწ. პესტიციდების ჰიგიენისა და ტოქსიკოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1979–1984წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ჰიგიენისა და პროფ–დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;1984–1986წწ. კასპის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1986–1991წწ. რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–დერმატოლოგი და სამკურნალო კვების სექციის გამგე; 1991 წლიდან სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კვების ჰიგიენის განყოფილების გამგე. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომის. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამედიცინო ინსტიტუტ "დასტაქარში". ექიმი ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კობალტისა და ნიკელის შემცველობა საქართველოს კვების პროდუქტებში და მათი ბალანსი ადამიანის ორგანიზმში", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.116 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |