შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ თაყაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1982–1984წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრის კლინიკური ოდრინატორი; 1984–1990წწ. თბილისის IV კლინიკური საავადმყოფოს პროქტოლოგიის განყოფილების ორდინატორი; 1992–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროქტოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1995–1996წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ხარისხების რესპუბლიკური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიას. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის საკანდიდატო დისერტაციის პრობლემებზე. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანმხლები პროქტო–გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.117; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.199 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |