შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1975წწ. მუშაობდა კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ-ორდინატორად; 1975–1984წწ. უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1984-1987წწ. უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1987 წლიდან დერმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 2 მეთოდური, 2 რაციონალური წინადადება და 1 გამოგონაბა. ხელმძღვანელობს კლ. ორდინატორების, ინტერნების მომზადებას, საკანდიდატო დისერტაციების შესრულებას. 1998 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ექიმი დერმატოლოგი-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუნგოიდური მიკოზით დაავადებულთა კანის კლინიკო–მორფოლოგიური ცვლილებების დინამიკა მკურნალობის პროცესში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.117
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |