The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ პარუნაშვილი

ნუგზარ პარუნაშვილი
Date of birth:2 April, 1948  (76 years)
Category:Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს.

1966–1969წწ. ქ. რუსთავის "ამიერკავკასიის მეტალურგმშენის" ხისდამამუშავებელი კომბინატი, სადურგლო საამქროს მუშა, სახერხი საამქროს მე–3 თანრიგის მუშა; 1969–1972წწ. ქ. რუსთავის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ტრესტი, წყალგაყვანილობის ზეინკალი; 1972 წელს სმმკ N8, ოსტატი; 1973 წელს ადიგენის წყალთა მეურნეობის სამმართველოს წყალსაქაჩი, გამგე; 1974–1990წწ. N9 ტრესტ "საქსოფლმშენის" სმმკ N8, მე–6 თანრიგის სანტექნიკოსი, ოსტატი, მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1990–1991წწ. ახალციხის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე; 1991 წელს ახალციხის რაიონის საკრებულოს მდივანი; 1991– 1992წწ. სახელმწიფო გაერთიანება "საქსოფმშენი" ტრესტი N9, მმართველი; 1992–1993წწ. ფირმა "მესხეთი", გენერალური დირექტორი; 1993–2002წწ. სააქციო საზოგადოება "მესხეთი", გენერალური დირექტორი; 2002–2003წწ. სამცხე–ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე; 2003–2004წწ. ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №37 ახალციხის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 287; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.232

Member of Organizations

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", წევრი (2006-2008)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    1999 წლის 14 მაისს ქ. ახალციხეში დადგმული თამარ მეფის ძეგლის შექმნასა და აღმართვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის

Share: