Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იგორ პატარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია, ჩარხები და იარაღები 1967 წელს. 1957-1959წწ. ქ. გორის მოსწავლეთა სახლი, მასწავლებელი; 1959-1960წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1961-1962წწ. თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხანა, ხარატი; 1962-1963წწ. თბილისის სახეხი ჩარხების ქარხანა, ზეინკალი; 1968-1969წწ. ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, კონსტრუქტორი; 1969-1975წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი ინჟინერი; 1975-1983წწ. მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამმართელო, საქართველოს მშენებლობის სამინისტრო, უფროსი ინჟინერი; 1983-1989წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტრო, წამყვანი ინჟინერი, ჯგუფის უფროსი, განყოფილების უფროსი; 1989-1991წწ. მატერიალური ბალანსების სამმართველოს მექანიზაციისა და ტრანსპორტის განყოფილება, საქართველოს სსრ სახელმწიფო-სამშენებლო კომიტეტი, მთავარი სპეციალისტი; 1991-1996წწ. საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს სამშენებლო ინდიუსტრიისა და საშენ მასალათა მრეწველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1996-2004წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო დარგის პერსპექტიული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიკოსი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.288 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |