The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იგორ პატარიძე

იგორ პატარიძე
Date of birth:5 October, 1940  (83 years)
Category:Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია, ჩარხები და იარაღები 1967 წელს.

1957-1959წწ. ქ. გორის მოსწავლეთა სახლი, მასწავლებელი; 1959-1960წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1961-1962წწ. თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხანა, ხარატი; 1962-1963წწ. თბილისის სახეხი ჩარხების ქარხანა, ზეინკალი; 1968-1969წწ. ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, კონსტრუქტორი; 1969-1975წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი ინჟინერი; 1975-1983წწ. მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამმართელო, საქართველოს მშენებლობის სამინისტრო, უფროსი ინჟინერი; 1983-1989წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტრო, წამყვანი ინჟინერი, ჯგუფის უფროსი, განყოფილების უფროსი; 1989-1991წწ. მატერიალური ბალანსების სამმართველოს მექანიზაციისა და ტრანსპორტის განყოფილება, საქართველოს სსრ სახელმწიფო-სამშენებლო კომიტეტი, მთავარი სპეციალისტი; 1991-1996წწ. საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს სამშენებლო ინდიუსტრიისა და საშენ მასალათა მრეწველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1996-2004წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო დარგის პერსპექტიული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიკოსი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.288

Member of Organizations

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)

Awards and Honors

  • 1991 - შრომის ვეტერანის მედალი

Share: