შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია დათუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1954 წელს დაიწყო თამაში ლანჩხუთის "კოლმეურნეში"; 1957–1958წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში"; 1959–1968წწ. თბილისის "დინამოში"; უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 220 მატჩში გაიტანა 47 გოლი; 1966 წლის 22 სექტემბერს მატჩში ერევნის "არარატის" წინააღმდეგ დაამყარა რეკორდი (23 წუთში გატანილი 5 გოლი), რისთვისაც დაჯილდოვდა გაზეთ "თბილისის" სპეციალური პრიზით "ოქროს ბუცი"; ორჯერ იყო დასახელებული სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში; სსრკ ჩემპიონატის მესამე ადგილი პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი (1966), სსრკ ჩემპიონატის მესამე ადგილის პრიზიორი (1967). ფეხბურთელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.297; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.114; POSTV - ფეხბურთი: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |