The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფრიდონ რუხაია

ფრიდონ რუხაია
Date of birth:7 January, 1958  (67 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის "სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის" სპეციალობა მშენებელ-ტექნიკოსის კვალიფიკაციით; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ტექნიკა და კომპლექსური მექანიზაციის" სპეციალობა სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1984 წელს; 1986-1989წწ. სსრკ მეცნიერებათა აკად. მოსკოვის ნავთობისა და გაზის პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით (ბაკალავრის ხარისხი) 2007 წელს; კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) საზოგადოების ენის პროგრამა (2019). 

1976-1978წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური, ინჟინერი; 1978 წელს წალენჯიხის ტყემრეწვმეურნეობა, მუშა; 1984-1986წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის, დამუშავებისა და ძიების (N70) კათედრა, ლაბორანტი; 1986-1991წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის, დამუშავებისა და ძიების N70 კათედრა, ასისტენტი; 1991-1995წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის, დამუშავებისა და ძიების N70 კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1995-1996წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს ტვირთების დანაშაულებრივი ხელყოფის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი; 1996-2000წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ტვირთების  დანაშაულებრივი ხელყოფის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის უფროსი; 2000-2001წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს  კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს სამოხელეო დანაშულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი; 2001 წლიდან შ.ს.ს მოქმედი რეზერვი; 2001-2002წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო "ფოთის" უფროსი; 2002-2003წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო "დასავლეთის" უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი N65 მარტვილის საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2005-2008), ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008); 2005-2006წწ. საბაჟო ტერმინალ "ოპიზასთან" დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" და "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხთა შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე; 2008-2012წწ. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2012 წლიდან შ.პ.ს "მაგის" დირექტორი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის სახელმძღვანელოსი. პოლიციის პოლკოვნიკი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "საბაჟო-საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და რეგულირების თავისებურებები საქართველოში გარდამავალ ეტაპზე".

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 300

Member of Organizations

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)

Bibliography


Share: