Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით თელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1978 წელს. 1978–1979წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინტერნი; 1979–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. ალერგიის კათედრის ასპირანტი; 1984–1994წწ. ასისტენტი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და კლინიკურ-იმუნოლოგიის კათედრაზე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა: 1994–1996წწ. კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან ბავშვთა რესპუბლიკური რეაბილიტაციის ცენტრის პედიატრიული განყოფილების გამგე; 1996–2001წწ. იყო კათედრის გამგე; 2003-2005წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2005-2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი; საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი (1977 წლიდან); ერთი სადოქტოროსა და ოთხი საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური კონსულტანტი და ხელმძღვანელი; ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ალერგოზების ეპიდემიოლოგიას, ბრონქული ასთმის, კვებითი ალერგიისა და ატოპიური დერმატიტის შესწავლას ბავშვთა და მოზრდილთა პოპულაციაში და სხვა. პედიატრი, ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოგლობულინ E-თი განპირობებული ალერგიული რეაქციათა როლი ბავშვთა ასაკის ალერგოზებში", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფიზიკური დატვირთვით განპირობებული ბრონქული ასთმა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.118; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.35-36 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |