The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლამარა თვალიაშვილი

ლამარა თვალიაშვილი
Date of birth:3 April, 1935  (90 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1969–1994წწ. იყო ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი (ახლანდელი აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობისეროვნული სამედიცინო ცენტრი); 1994–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, საავტორო უფლებებით აღიარებული და კლინიკაში დანერგილი 48 გამოგონება. მისი სამეცნიერო მუშაობის ძირითადი სფეროა დისტრაქციული მეთოდის გამოყენებით მტევნისა და ტერფის ანომალიებისა და დაზიანებების მკურნალობა. მუშაობს ტერმინოლოგიურ ლექსიკონზე ორთოპედია–ტრავმატოლოგიაში. უმაღლესი კატეგორიის ორთოპედ–ტრავმატოლოგი (1993), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სინდაქტილიის დროს თითების ადგილობრივი პლასტიკისათვის მომზადების დისტრაქციული მეთოდი", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.119; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.57

Member of Organizations

  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საქართველოს ორთოპედ–ტრავმატოლოგთა ასოციაცია, პასუხისმგებელი მდივანი
  • საქართველოს ორთოპედ–ტრავმატოლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1993 - უმაღლესი კატეგორიის ორთოპედ–ტრავმატოლოგი
  • 1988 - რესპუბლიკის დამსახურებული გამომგონებელი
  • 1987 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1983 - სსრკ გამომგონებელის წოდება

Share: