The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ აბაევი

ვასილ აბაევი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1900
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 2001  (101 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კობი, ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი 1925 წელს.

მუშაობდა მოსკოვში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 1928–1930 წლებში მოღვაწეობდა თბილისში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის ინსტიტუტში, II მსოფლიო ომის წლებში  ცხინვალისა და ვლადიკავკაზის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებში. მის მთავარ შრომებს "ნართების ეპოსი" (1945), "ოსური ენა და ფოლკლორი" (1949), "ოსური ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი" (ტ. 1-2, 1958–1973) დიდი მნიშვნელობა აქვს ირანულ ენათა კვლევისათვის, ქართულ–კავკასიური და ირანულ ენათა კონტაქტების შესწავლისათვის. კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის და ფოლკლორის საერთო ელემენტების კვლევის თვალსაზრისით საყურადღებოა მისი სტატიები: "არმაზის ბილინგვის გარშემო" (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1944, ტ.5, №8), "შოთა რუსთაველის პოემის "ვეფხისტყაოსნის" ფოლკლორული საფუძვლის  შესახებ" (Известия АН СССР, 1966, т.25 в.4), "პოემა "ვეფხისტყაოსნის" ირგვლივ" (თსუ შრომები, 1967, ტ.118, სერია 6 რუსულ ენაზე). ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963). პროფესორი (1969). ლექსიკოგრაფი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.10; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. -გვ.9; runivers.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1983 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1957 - ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: