The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე აბაზასძე

Date of birth:10??
Date of death:10??
Category:Nobleman, Royalty, Military Person

Biography

ივანე აბაზასძე იყო XI საუკუნის I ნახევარში საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის ერისთავთერისთავი ბაგრატ IV–ის დროს. ბაგრატის მცირეწლოვნობისას ქართლ–კახეთის სხვა გამგებლებთან ერთად ილაშქრა საქართველოს სამეფოსაგან განდგომილი განძის ამირა ფადლონის დასასჯელად. 1032 წელს აბაზასძემ და ლიპარიტ ბაღვაშმა შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და ხელთ იგდეს ბირთვისის ციხე. საქართველოს სამეფოს კარზე არსებული უთანხმოების გამო, თბილისის შემოერთება ვერ მოხერხდა. "გიორგი მთაწმინდლის ცხოვრების" ცნობით, აბაზასძე და მისი ოთხი ძმა იმდენად გაძლიერდნენ, რომ შეთქმულება მოუწყვეს ბაგრატ IV-ს. მეფემ შეთქმულნი შეიპყრო. ქართლის ერისთავობა გადაეცა ლიპარიტ ბაღვაშს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.10


Share: