The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა აბაზაძე

მანანა აბაზაძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კალინინგრადი.

დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1965 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენის სპეციალობით 1971 წელს. 

1963 წელს პროფესიული განათლების მქონე მოცეკვავე მიიწვიეს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, სადაც ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის ხელმძღვანელობით საბოლოოდ დაიხვეწა მისი საშემსრულებლო ოსტატობა. იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცეკვებში: "ხევსურული სუიტა", "აჭარული", "ქაჯეთის ციხის აღება", "ხაბარდა" და სხვა. მის ცეკვას ახასიათებს დახვეწილი არტისტიზმი, სცენური მომხიბვლელობა და მაღალი პროფესიონალიზმი. აკადემიურ ანსამბლში მოღვაწეობის 25 წლის მანძილზე მან ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. 1985 წლიდან აბაზაძე პედაგოგად მუშაობდა ქორეოგრაფიულ ანსამბლში "ნინო", პარალელურად იყო ქართული ცეკვის პედაგოგი თბილისის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდიაში. შესრულებული აქვს სოლო პარტიები, გადაღებულია ფილმებში: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962, მერი), "მაცი ხვიტია" (1966, ეკა), "უსახელო უფლისციხელი" (1968). ქართული ხალხური ქორეოგრაფიული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის დაჯილდოებულია საპატიო სიგელებითა და წოდებებით. 2017 წლის 25 დეკემბერს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მანანა აბაზაძის ვარსკვლავი; ექიმ-კარდიოლოგის სერგო ორჯონიკიძის მეუღლე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.10; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.73; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988,-გვ.165

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: