შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ აბაზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1890 წელს. მუშაობდა თბილისსა და სურამში. იყო ნაფიცი მსაჯული, ადვოკატთა კოლეგიის წევრი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის სოციალური და სამეურნეო ყოფის შესწავლაში. მისი მთავარი შრომები: "საოჯახო თემი ქართველებში" (1893) და "ხანულობა" წველაში მოზიარეობის წეს-ჩვეულება" (1898 ორივე რუსულ ენაზე), დაიწერა ქართლის ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე, ეძღვნება ოჯახის ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის საკითხებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.10; საქართველოს სამეფო: georoyal.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |