The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი
Date of birth:2 April, 1976  (48 years)
Category:Diplomat, Lawyer, Politician

Biography

დაბადერბის ადგილი: ქ. თბილისი.

1993-1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე (აშშ-ში სწავლის გაგრძელების მიზეზით დატოვა უნივერსიტეტი);1995-1997წწ. ალეგენის კოლეჯში  (პენსილვანია, აშშ) ბაკალავრი სპეციალობა - პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფია; 1998-1999წწ. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის მაგისტრი (ბუდაპეშტი); 1999-2001წწ. ამერიკულ უნივერსიტეტში საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაში სახელმწიფო მართვის მაგისტრი (ვაშინგტონი). 

1994-1995წწ. ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი, თარჯიმანი და პროგრამის ასისტენტი; 1997-1998წწ. მონტარეის ჰერბერტ სკოვილის სახელობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, მკვლევარი (ვაშინგტონი); 1998 წელს საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანცელარიის გამგე (ვაშინგტონი); 1999-2001წწ. ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტი, პროფესორის თანაშემწე(ვაშინგტონი); 2000-2001წწ. კარანა კორპორაცია, კონსულტანტი სამართლებრივი რეფორმის დარგში(ვაშინგტონი); 2001-2002წწ. საერთაშორისო განათლებისა და ხელოვნების ცენტრი; პროგრამის სპეციალისტი (ვაშინგტონი); 2002-2004წწ. ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი, საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი (საქართველო, ყაზახეთი); 2004-2005წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2007წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი; 2013-2014წწ. ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის საპატიო მოწვეული მკვლევარი (ბრიუსელი, ბელგია), 2015 წელი ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლივიის მმართველობის პროგრამის დირექტორი(მალტა-ტრიპოლი); 2016 წელი- არასამთავრობო ორგანიზაციის "სტრატეგიული კომინიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი" და საკონსულტაციო ფირმის "Samadashvili International Consultants" დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი; საქართველოს უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2016 წლის 5 მაისიდან, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 304; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 143

Member of Organizations

  • პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის", პოლიტიკური მდივანი (2022-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2021-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის", წევრი (2017-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2017-2020)

Awards and Honors

  • 2011 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

Share: