შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ფერიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტაბახმელა, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1985 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2001 წელს. 1976-1977წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი პრეპარატორი; 1977-1979წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1979-1990წწ. საქართველოს ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის მემინდვრეობის ბრიგადის მუშა, ბიოკომბინატის პროფკომიტეტის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. ტაბახმელას სოფლსაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1991-1995წწ. გარდაბნის რაიონის პრეფექტურის საქმეთა მმართველი; 1995-1999წწ. გარდაბნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1999-2003წწ. გარდაბნის რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქიდან. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ.330 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |