შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ფიფია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით 1987 წელს; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია დიპლომატიური და საკონსულო სამსახურის სპეციალობით 1993 წელს. 1987-1988წწ. თბილისის პროკურატურა, სტაჟიორ-გამომძიებელი; 1988-1989წწ. ლენინის რაიონის პროკურატურა, პროკურორის თანაშემწე; 1989-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, კადრების სამმართველოს პროკურორი, საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; 1993-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სამართლებრივი განყოფილების უფროსი; 1994-1996წწ. საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი (ვაშინგტონი); 1996-2003წწ. შ.პ.ს. "უშბას" გენერალური დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.331 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |