შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ თოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს. უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენისა და ლიტერატურის დაუსწრებელი ფაკულტეტი 1948 წელს. 1940 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგია–პარაზიტოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1941–1951წწ. თბილისის პირველი საავადმყოფოს ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტი; 1957 წელს ექიმი–ორდინატორი; 1951–1957წწ. ქალაქის პირველი საავადმყოფოს პირველი თერაპიული განყოფილების, ექიმი–ორდინატორი; 1957–1969წწ. თერაპიის ინსტიტუტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969 წლიდან საკონსულტაციო პოლიკლინიკის "გულის იშემიური დაავადების" გამგე. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მეთოდური წერილი; მის სახელს უკავშირდება, აკად. ნ. ყიფშიძის თანადგომით თერაპიის ინსტიტუტში მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულთა რეაბილიტაციის განყოფილების ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა(1969). კითხულობდა ლექციებს კლინიკურ ფარმაკოლოგიაში და მიჰყავდა პრაქტიკული მეცადინეობები ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; ბერლინში, კლინიკა "შარიტე"–ში პროფესორ დუტცის ხელმძღვანელობით შეისწავლა თირკმლის ფუნქციური ბიოფსია, ძვლის ტვინის ფუნქციური ბიოფსია–მედულოგრამა და მათი პრაქტიკული გამოყენება. თერაპევტი, კარდიოლოგი, ნეფროლოგი, ჰემატოლოგი, კლინიკური ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლების პარციალური ფუნქციების ცვლილებები დიფუზიური გლომერულონეფრიტების დროს პრედნიზოლონით და ჰიპოთიაზიდით მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.120 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |