შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო თოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1952წწ. იყო ტროპიკულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1951–1962წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, ასპირანტი; 1962–1965წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სასკოლო ჰიგიენის განყოფილების ხელმძღვანელი; 1965–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა და მოზარდთა ჰოგიენის კათედრის ასისტენტი; 1970 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 53 სამეცნიერო ნაშრომის. უწევს სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას სეს–ის ექიმებს, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს, ბავშვთა პოლიკლინიკებისა და ბავშვთა და მოზარდთა დაწესებულებების ექიმებს. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქ. თბილისის აბრეშუმის მქსოველ ქალთა სადღეღამისო ენერგოხარჯვის შეწავლისთვის", დაიცვა 1962 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.121 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |