| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაიბულ თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1972წწ. მუშაობდა ვანის რაისაავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, იყო მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის ქირურგი–ორდინატორი; 1972 წლიდან თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგი–ორდინატორი; მუშაობდა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის რბილი ქსოვილების და ძვლების სიმსივნეების ქირურგიული განყოფილების უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 83 სამეცნიერო ნაშრომის. ონკო–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბო, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა", დაიცვა ერევანში 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.121; კომპანია "ავერსისი" ვებ-გვერდი: aversi.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

