The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა ფხაკაძე

კობა ფხაკაძე
Date of birth:10 May, 1964  (60 years)
Category:Economist, Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სპეციალობით სამთო სამუშაოების ელექტროფიკაცია და ავტომატიზაცია 1987 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით მშენებლობის ეკონომიკა და მართვა 1992 წელს.

1984-1985წწ. თბომეურნეობის სამმართველოს პირველი მაისის რაიონის საექსპლუატაციო კანტორა N6, თბოსადგურის თბოშემომყვანი ზეინკალი; 1985 წელს ტყვარჩელის ლენინის სახელობის შახტა N8, სასწავლო პრაქტიკა, N3 უბნის ელ. ზეინკალი, ქ. ტყვარჩელი; 1986 წელს ტყვარჩელის ლენინის სახელობის შახტა N8, სასწავლო პრაქტიკა, N3 უბნის ელ. ზეინკალი. ქ. ტყვარჩელი; 1987-1988წწ. თბილგვირაბმშენის N32 საგვირაბო რაზმი, მეოთხე თანრიგის ელ. ზეინკალი, ქ. თბილისი; 1988-1989წწ. სარემონტო-სამშენებლო N1 ტრესტის საგარეჯოს ხე-ტყის გადამამუშავებელი სახელოსნო, ნორმადარი; 1989-1998წწ. საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობათა ტიპობრივი და ექსპერიმენტული პროექტირების თბილისის სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ზონალური ინსტიტუტი "თბილზნიუპი", უფროსი ინჟინერი; 1998-2001წწ. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი (სსიფ), ინჟინერი, 2001-2004წწ. ასოციაცია (კავშირი) "განვითარება", დირექტორის მოადგილე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 333

Member of Organizations

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)

Share: