Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თალიკო თოხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1949 წელს. 1949–1959წწ. იყო მახარაძის ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი–პედიატრი; 1959–1961წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1961–1965წწ. რუსთავის მთავარი პედიატრი; 1965–1976წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების პედიატრიული ჯგუფის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის. იყო საქართველოს კურორტებზე არსებული ბავშვთა სანატორიუმების კონსულტანტი; თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს ქალაქის მთავარი შტატგარეშე სპეციალისტი ბავშვთა საკურორტო დახმარების დარგში. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისრტაციის თემა - "ინფექციური არასპეციფიკური (რევმატოიდული) ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის შედარებითი ეფექტურობა კურორტების წყალტუბოსა და ახტალის პირობებში", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.125 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |