Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო უწყებაში. 1925 წლიდან საქართველოს სახკინმრეწვში. გადაღებული აქვს 60–ზე მეტი სამეცნიერო–პოპულარული ფილმი: "სილოსი"(1929), "ქიმიური ომი"(1932), "მოვსპოთ ციება"(1933), "ქართული ჩაი"(1939), "საბჭოთა ჩაი"(1939), "ინსტინქტების მნიშვნელობა ცხოველთა ინდივიდუალურ ქცევაში"(1947). რეჟისორ ნ. ჟუჟუნაძესთან ერთად გადაიღო შემდეგი ფილმები: "სიგნალიზაცია რკინიგზის ტრანსპორტზე"(1955), "ამბავი ერთი ცდისა"(1956), "კავკასიის ნაკრძალი"(1960), "დარტყმა ღრუბლებზე"(1961), "ორიენტაცია სივრცეში"(1962), "შიში"(1963), "იყო ერთი პასიფლორა"(1964), "დაბრუნება ბგერათა სამყაროში"(1965), "გრიბოედოვი საქართველოში"(1966), "ამხანაგი გუბერნატორი"(1967), "კეთილი ძაფი"(1968), "კიბერნეტიკა და ქირურგია"(1970), "ზღვა ლაჟვარდოვანი უნდა იყოს"(1972), "უძველესი ლითონის ახალი სიცოცხლე"(1973) და სხვ. მიღებული აქვს ვარშავის სამეცნიერო კინოს საერთაშორისო ასოციაციის XVI კონგრესის საპატიო დიპლომი ფილმისთვის "ამბავი ერთი ცდისა" (1956), ვარშავის სამეცნიერო–პოპულარული ფილმების V საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი ფილმისთვის "ამბავი ერთი ცდისა" (1962), კიევის საკავშირო კინოფესტივალის დიპლომი ფილმისთვის "დაბრუნება ბგერათა სამყაროში" (1966). კინორეჟისორი. ქართული სამეცნიერო–პოპულარული კინემატოგრაფიის ერთ–ერთი ფუძემდებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.21 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |