Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიულა აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბაქოს უმაღლესი საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი 1962 წელს, მოსკოვის სამხედრო აკადემია 1975 წელს. მსახურობდა უნგრეთში, ბელორუსში და შუა აზიის სამხედრო ოლქებში, ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ტაშკენტის აღდგენაში მიწისძვრის შემდეგ. 1975–1979 წლებში იყო პოლკის მეთაურის მოადგილე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, 1979–1981 წლებში ავღანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მრჩეველი, 1981–1986 წლებში დივიზიის მეთაურის მოადგილე შუა აზიის სამხედრო ოლქში, 1986–1991 წლებში კორპუსის მეთაურის მოადგილე ოდესის სამხედრო ოლქში. ყირიმში პოლკოვნიკმა დიულა აბაშიძემ ჩამოაყალიბა საქართველოს სათვისტომო, იყო მისი გამგეობის პირველი პრეზიდენტი. 1991–1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე, 1992 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი. 1992 წლიდან სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს რესპუბლიკიდან ცხინვალის რეგიონში, ხოლო 1994 წლიდან სამეგრელოს რეგიონში. გენერალ–მაიორი(1993, 18 მარტი), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი(1997). დაჯილდოებულია 2 ორდენით და 11 მედლით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.21 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |