Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ აბაშიძე![]()
Biographyდაამთავრა ვ. მჭედლიშვილის ქართული დრამატული სტუდია მოსკოვში 1926 წელს. 1927–1928 წლებში მუშაობდა რეჟისორად თბილისის მუშათა თეატრში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეორე სახელმწიფო თეატრის(ქუთაისის 1928, 1933 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) შექმნაში. 1928–1930 წლებში იყო ამ თეატრის რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი(ბ. შოუს "წმინდა ქალწული", პ. ბ. შელის "ბეატრიჩე ჩენჩი", კ. კალაძის "ხატიჯე" და სხვ.) თანარეჟისორი. 1931–1932 წლებში ხელმძღვანელობდა ქუთაისის თეატრს. 1932–1934 წლებში მუშაობდა თელავის თეატრში. 1934–1935 წლებში მუშაობდა ქუთაისის თეატრის მთავარ რეჟისორად. 1935–1937 წლებში მოსკოვის მცირე თეატრის ფილიალის–ზემეტჩინოს თეატრში ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. სხვადასხვა თეატრში მისი მნიშვნელოვანი დადგმებია: ვ. კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს", "სასამართლო", ვ. შკვარკინის "სხვისი ბავშვი", "ჭორი", ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა", გ. "კობეცის "გუტა", ი. მიკიტენკოს "ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები" და სხვ. რეპრესირებული. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.21; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. - გვ. 19
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |