შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დილიკაური, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. იყო ნ. ავალიშვილის მიერ 1867 წელს ჩამოყალიბებული დრამატული წრის წევრი. 1872 წლიდან მუშაობდა საჩხერეში, ფოთში, აბაშაში მომრიგებელ მოსამართლედ, მაზრის უფროსის თანაშემწედ და სხვ. ხშირად მართავდა წარმოდგენებს პროვინციაში. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. წერდა ლექსებს. 1878 წელს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნდა მისი ლექსი "ე. ნ.–ს" ("ისევ შენ და ისევ შენ...", მიძღვნილი ელენე კონსტანტინეს ასულ ნიჟარაძისადმი). შემდეგში ეს ლექსი შევიდა კრებულებში ("სალხინო საზანდარი", "ჩანგი") ავტორის დაუსახელებლად. ლექსი ხალხსი სიმღერად იქცა, ხოლო კომპოზიტორმა ანდრია ყარაშვილმა ნოტებზე გადაიტანა და პოპულარული ქართული რომანსი შექმნა. იგი ამშვენებდა ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22: georgianencyclopedia.ge; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.37
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |