Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1961 წელს. მუშაობდა მთავარ რეჟისორად ბათუმის (1965–1969), თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული (1969–1971, 1979–1983) და თბილისის მუსკომედიის (1971–1975, 1983–1985) თეატრებში. 1967–1979 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი. 1985 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: გ. სუნდუკიანის "პეპო", დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" (ბათუმის თეატრი), ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს", ს. მარშაკის "კარუსელი" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი), ს. ცინცაძის "სიმღერა ტყეში", გ. მილიუტინის "ჩანიტას კოცნა", ნ. გაბუნიას "ყვარყვარე თუთაბერი" (თბილისის მუსკომედიის თეატრი), ჯ. ვერდის "რიგოლეტო", ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი" (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი). 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოხელოვნების ინსტიტუტში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |