შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ცანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა. დაამთავრა ქ. კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს. 1971-1973წწ. წალენჯიხის რაიონის მონკავშირის ხის ნაკეთობათა საამქროს მუშა; 1973-1974წწ. საბერიოს N46 ტექნიკური სასწავლებელი; 1980-1981წწ. ვოლოგდის ოლქის ქ. სოხეოლის N2 ქალაქის საავადმყოფოს ინტერნატურა; 1981-1984წწ. ვოლოგდის ოლქის ბაბაევოს რაიონის ბორისოკო-სუდას N2 რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1984-1988წწ. ვოლოგდის ოლქის ბაბაევოს რაიონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1988 წელს ქუთაისის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი მეთოდისტი; 1988-1993წწ. ქ. ქუთაისის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე სამკურნალო-პროფილაქტიკურ დარგში; 2002-2003წწ. ქ. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, წალენჯიხის №68 საარჩევნო ოლქიდან წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 378 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |