The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ცანავა

გიორგი ცანავა
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1954
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 2011  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა ქ. კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს.

1971-1973წწ. წალენჯიხის რაიონის მონკავშირის ხის ნაკეთობათა საამქროს მუშა; 1973-1974წწ. საბერიოს N46 ტექნიკური სასწავლებელი; 1980-1981წწ. ვოლოგდის ოლქის ქ. სოხეოლის N2 ქალაქის საავადმყოფოს ინტერნატურა; 1981-1984წწ. ვოლოგდის ოლქის ბაბაევოს რაიონის ბორისოკო-სუდას N2 რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1984-1988წწ. ვოლოგდის ოლქის ბაბაევოს რაიონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1988 წელს ქუთაისის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი მეთოდისტი; 1988-1993წწ. ქ. ქუთაისის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე სამკურნალო-პროფილაქტიკურ დარგში; 2002-2003წწ. ქ. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული,  მაჟორიტარი, წალენჯიხის №68 საარჩევნო ოლქიდან

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 378

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი", წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)

გააზიარე: