Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე აბაშიძე![]()
Biographyიმერეთის 1818–1820 წლების აჯანყების ერთ–ერთი მეთაური. სოლომონ I–ის ასულის, დარეჯანის ძე. იოანე აბაშიძის ცდა, დაემსახურებინა რუსეთის ხელისუფლების ნდობა, მარცხით დამთავრდა. ცარიზმი არ ენდობოდა მეფის შვილიშვილს -იმერეთის ტახტის შესაძლო პრედენდენტს და ეძებდა შესაფერის მომენტს მისი რუსეთში გადასახლებისათვის. აჯანყების გამარჯვებით დამთავრების შემთხვევაში ფეოდალები მას სამეფო ტახტის კანდიდატად წამოაყენებდნენ. ამასთან, მას ფარული კავშირი ჰქონდა ცარიზმის წარმომადგენლებთანაც და არ ერიდებოდა თავისიანების დასმენას. 1820 წლის თებერვალში მთავრობამ მისი დაპატიმრება და გადასახლება გადაწყვიტა. აბაშიძე გურიაში გაიქცა. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა. ორპირობისა და უპრინციპობის გამო მომხრეები განუდგნენ და ახალციხეში მოკლეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |