The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ცერცვაძე

თეიმურაზ ცერცვაძე
Date of birth:2 July, 1971  (52 years)
Category:Economist, Scientist, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო–ეკონომიკური ფაკულტეტი 1993 წელს, ასპირანტურა 1998 წელს; აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის საქართველოს ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი სამართალმცოდნის სპეციალობით 2002 წელს.

1993-1996წწ. ზესტაფონის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, საწარმოთა დაბეგვრის განყოფილების ინსპექტორი; 1996-1998წწ. ზესტაფონის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, კონტროლის განყოფილების უფროსი; 1998 წელს საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტი, სასამართლოებში საჩივრების განხილვის სამმართველო, უფროსი საგადასახადო ინსპექტორი; 1998-2000წწ. საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის საჩივრებისა და აპელაციების განხილვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2000 წელს საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის არაპირდაპირი გადასახადების (დღგ, აქციზი) კონტროლის მეთოდების სამმართველოს უფროსი; 2000-2001წწ. პირდაპირი გადასახადებით (მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი) დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების განყოფილების უფროსი; 2001-2002წწ. ზესტაფონის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2003-2004წწ. ზესტაფონის რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდა; 2008-2013წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: 2008-2010წწ. შემოსავლების სამსახური, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2010-2011წწ. აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2011 წელს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2011-2012წწ. აუდიტის განვითარების სამმართველოს უფროსი; 2012-2013წწ. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, პროფესიული განვითარების სამმართველოს უფროსი; 2012 წელს ფინანსური მართვის სასწავლო ცენტრის (შპს, "ცერცვაძე და კომპანია") დამფუძნებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის სასწავლო პროგრამების ავტორი; აუდიტორული კომპანია,"ბაფი აუდიტ სერვის" - მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი; შპს "ფინანსური მართვის კომპანია" – დირექტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.gegfaafm.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 379

Member of Organizations

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაცია, თავმჯდომარე (2005-2007)
  • საქართველოს ბუღალტერთა, აუდიტორთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაცია , წევრი
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)

Share: