შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან აბაშიძე![]()
ბიოგრაფიალევან მალაქიას ძე აბაშიძე იყო XVIII საუკუნის I ნახევრის იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. მისი ასული თამარი იყო ალექსანდრე V–ის და სოლომონ I–ის დედა. ლევან აბაშიძე მეთაურობდა თავადთა რეაქციულ ჯგუფს, რომელმაც ახალგამეფებული სოლომონ I ტახტიდან გადააყენა. მალე სოლომონ I–მა ტახტი დაიბრუნა და შეთქმულები დასაჯა. აბაშიძეს კაცხის ციხე წაართვა. იგი განაგრძობდა ბრძოლას სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. 1757 წელს როსტომ რაჭის ერისთავთან ერთად მეგზურობდა სოლომონ I–ის დასამხობად იმერეთში შემოსულ ოსმალთა ჯარს. დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში, სადაც სოლომონ I–ის მოწინააღმდეგეთა ბანაკი იყო. ლევან აბაშიძის წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად გამოაცხადა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.23
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |