The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ხატიძე

ბადრი ხატიძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1959  (64 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 1982 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა. 

1976-1977წწ. ქ. გორის მე-4 საშუალო სკოლა, დარაჯი; 1981-1984წწ. ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1982-1983წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური, რიგითი, უკრაინა, ქ. ნიკოლაევი; 1984-1985წწ. საქართველოს ალკკ ცკ. ინსტრუქტორი; 1985-1987წწ. საქართველოს ალკკ ცკ-ს საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილე; 1987-1989წწ. საქართველოს ალკკ ცკ-ს განყოფილების გამგე; 1989-1990წწ. საქართველოს ალკკ ცკ-ს მდივანი, ქ. თბილისი; 1990-1991წწ. საქართველოს ალკკ ცკ-ს მეორე მდივანი; 1992-1993წწ. კონცერნი "ერთობა", ვიცე-პრეზიდენტი; 1994-1995წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატი, მრჩეველი; 1995-1996წწ. სახ. მეთაურის რწმუნებული შიდა ქართლში; 1996-2002წწ. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული სამსახურის უფროსი; 2002-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, მცხეთის №27 სააჩევნო ოლქიდა; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, მცხეთის №27 სააჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 405

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)

გააზიარე: