The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხევიაშვილი

გიორგი ხევიაშვილი
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. 

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი 1994 წელს.

1981-1982წწ. რუსთავის სარემონტო სამმართველო, მუშა; 1982-1984წწ. კრწანისის მეღორეობის კომპლექსი, მუშა; 1984-1986წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1987-1989წწ. რუსთავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი; 1993-1995წწ. ზოოვეტერინალური ინსტიტუტის სასწავლო ექს. მეურნეობა; 1994-1995წწ. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2005წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2007წწ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი; 2014 რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 407

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიუოლი რეფორმებისათვის", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2005)

გააზიარე: