შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ადილ ჯაფაროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თაქალო, მარნეულის რაიონი. დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1977 წელს. 1958-1960წწ. მარნეულის რაიონის კაჩაგანის კოლმეურნეობა, მუშა; 1960-1961წწ. თბილისის ტექნიკური სასწავლებელი N1; 1961-1971წწ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანა, მუშა; 1971 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდედობებზე: 1971-1974წწ. ბოლნისის შს რაიგანყოფილების არასაუწყებო დაცვის უფროსი ინსპექტორი; 1974-1980წწ. მარნეულის შს რაიგანყოფილების უბნის ინსპექტორი; 1980-1983წწ. მარნეულის შს რაიგანყოფილების სოცსაკუთრების დატაცების წინააღმდეგ ბრძოლის ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორი; 1983-1988წწ. მარნეულის შს რაიგანყოფიების უფროსი; 1988-1993წწ. მარნეულის შს რაიგანყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის უფროსი; 1993-1997წწ. მარნეულის შს რაიგანყოფილების სადახლოს პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსი; 1997-1998წწ. ქვემო ქართლის რეგიონალური შს მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი; 1998-2000წწ. მარნეულის შს კაჩაგანის ქვეგანყოფილების უფროსი; 2000-2003წწ. მარნეულის შს რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №22 მარნეულის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.423 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |