შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჯორბენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით ვაჭრობის ეკონომიკა 1984 წელს; საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებული "მცირე აკადემია" სპეციალობით სამართალმცოდნეობა 1998 წელს. 1986-1988წწ. ქ. თბილისის კალინინის რაიონის საზოგადოებრივი კვების ტრესტის უფროსი ეკონომისტი; 1984-1991წწ. კალინინის რაიაღმასკომის ტერიტორიულ დარგთაშორისო განყოფილება, უფროსი ეკონომისტი; 1991-1992წწ. მთაწმინდის რაიონის პრეფექტურა, დარგობრივი განყოფილების ინსპექტორი; 1992 წელს მუნიციპალური საწარმოს კომერციული განყოფილება, ეკონომისტი; მთაწმინდის გამგეობის საწარმოთა რეგისტრაციის და კოორდინაციის განყოფილების გამგე; 1992-1993წწ. მუნიციპალური საწარმოს სამრეწველო და სასურსათო სავაჭრო ქსელის დირექტორი; 1993 წელს მუნიციპალური საწარმოს უფროსის მოადგილე; 1993-1995წწ. სახელმწიფო საწარმო "ვაკე 5", კომერციული დირექტორი; 1995-1997წწ. მთაწმინდის გამგეობის საწარმოს კომერციული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1997-1999წწ. საქართველოს შ.ს.ს. სისტემა; 1999 წლიდან ჰოლდინგური კომპანია "ვაკე 5" და ალბატროსი, აღმასრულებელი დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.428 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |