The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლერი აბაშიძე

ლერი აბაშიძე
Date of birth:25 December, 1935
Date of death:30 July, 1994  (at 58 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი (1959), მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1968).

1954 წლიდან არმიაშია. მსახურობდა ლენინგრადის სამხედრო ოლქის საჰაერო–სადესანტო ჯარებში. 1959–1965 წლებში იყო ოცეულის, ასეულის მეთაური კიევის სამხედრო ოლქში, ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურად. 1968–1973 წლებში იმიერბაიკალეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური, პოლკის მეთაურის მოადგილე, დივიზიის მეთაურის მოადგილე, 1973 წელს დაინიშნა მოტომსროლელი დივიზიის მეთაურად მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში. 1973–1981 წლებში ჩრდილო–კავკასიის სამხედრო ოლქის კორპუსის მეთაურის მოადგილე, 1981 წლიდან აფხაზეთის ასსრ სამხედრო კომისარი და სოხუმის გარნიზონის უფროსი, 1987 წლიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე უმაღლესი სასწავლებლებისა და ჯარსგარეშე მომზადების დარგში. ამავე პერიოდში მან დაამთავრა ქ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი. 1991-1992 წლებში მონაწილეობდა საქართველოს სამხედრო სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. 1992 წლიდან იყო ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარესთან და მთავარსარდალთან არსებული სამხედრო კონსულტანტ-ინსპექტორების ჯგუფის ხელმძღვანელი და მთავარი სამხედრო მრჩეველი. ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1993). დაჯილდოებულია სსრკ შეიარა-ღებულ ძალებში სამსახურისთვის დაჯილდოებულია III ხარისხის ორდენით, 12 მედლით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.24; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.105

Awards and Honors

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: